logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: არავინ გაბედოს საუბარი, რომ სააკაშვილის რომელიმე უფლება დარღვეულია
- +

1 ნოემბერი. 2021. 01:26

 

 

„არავინ გაბედოს საუბარი, რომ სააკაშვილის რომელიმე უფლება დარღვეულია, პირიქით - ზედმიწევნით დაცულია“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილის საპატიმროში შეყვანის დღიდან დაიწყო ზრუნვა როგორც მისი ჯანმრთელობის, ასევე უფლებრივ მდგომარეობაზე.

 

„პირველივე დღეებში მოვუწოდეთ სახალხო დამცველს, პარლამენტში შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეებს, ასევე ჯანდაცვის მინისტრს, რომ შემოსულიყვნენ, შეგვექმნა ერთგვარი არაფორმალური ჯგუფი, რომელიც იმუშავებდა სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობის მონიტორინგზე. გვაქვს ერთმანეთთან ინფორმაციის მუდმივ რეჟიმში გაცვლა, რაც არის უპრეცედენტო და მსგავსი შემთხვევა არა თუ ქართული სასჯელაღსრულების სისტემას, შეიძლება მსოფლიო მასშტაბითაც არ ახსოვდეს.

 

ჩვენივე ინიციატივით შეიქმნა ექიმების კონსილიუმი. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. მას ძალიან ბევრი ვიზიტორი ჰყავს, ყველას ვუშვებთ, რომ ნახონ ის რა პირობებშია. ჩვენ რომ მწამებლები ვიყოთ, ჩვენ რომ გვინდოდეს მისი უფლებების რამე ფორმით შეზღუდვა, შევუშვებდით ამდენ ხალხს მის სანახავად?! პრევენციისთვის, ციხის ეზოში მუდმივ რეჟიმში მორიგეობს რეანიმობილი და მისი საკნის გადაღმა მორიგეობს ორი ექიმი. ასევე შეტანილია სპეციალური აპარატურა, რომ თუკი რაიმე პრობლემა შეექმნება მის ჯანმრთელობას, ადგილზეც კი აღმოვუჩინოთ დახმარება“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner