logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქართველ ხალხს წაართვას არჩევანი
- +

1 ნოემბერი. 2021. 01:41

 

 

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციასთან არანაირი რაუნდები არ იქნება.

 

„ერთი წლის განმავლობაში ეს უკვე მესამე არჩევნებია, რომელზეც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო მკაფიო მანდატი ამომრჩევლისგან და აქ რაიმეს კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება შეუძლებელია. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქართველ ხალხს წაართვას არჩევანი, რომელიც გუშინ გააკეთა. „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ანტიდემოკრატიული ძალა, ცდილობს, რომ ამომრჩევლებს არჩევანი წაართვას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner