logo_geo
eng_logo
„მაესტროს“ შენობაში დაცვა გააძლიერეს
- +

7 მარტი. 2016. 12:27


ტელეკომპანია „მაესტროს" შენობაში დაცვა გაძლიერებულია. შენობას კერძო დაცვის სამსახურის „მაგისტრის" თანამშრომლები იცავენ. ტელეკომპანია „მაესტროს" ყოფილი გენერალური დირექტორის და აღნიშნული შენობის მფლობელის მინდობილი პირის ბაია გადაბაძის განცხადებით, დაცვა იმისთვის გაძლიერდა, რომ მოხდეს ნებისმიერი ექსცესის თავიდან აცილება.



შესაძლოა, პატრულის გამოძახებაც გახდეს საჭირო. მე კანონის ფარგლებიდან არ გავალ. თუ სხვა ვინმე პროვოკაციის სახით გააკეთებს ამას, ეს იქნება მეორე მხარის პასუხისმგებლობის საკითხი.

ლევან გაჩეჩილაძე თუ მოვა აქ სასაუბროდ, თქვენთან და მთელ საქართველოსთან ერთად შემიძლია ვესაუბრო პირდაპირი ეთერის რეჟიმში. ამ შენობის მფლობელის მინდობილი პირი ვარ და აქ მაესტროს" თანამშრომლები და ყველა სხვა ადამიანი შემოდის ჩემი ნებართვის საფუძველზე. შესაბამისად, ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის მართვას ვერ შეძლებს", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner