„ჯეოქეისის“ მკვლევარი, პროფესორი ზვიად კირტავა სოციალურ ქსელში წერს:
„„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული მიტინგი 7 ნოემბერს, რუსთაველზე.
სცენარის ავტორი - ფრანც კაფკა.
რეჟისორი - ლარს ფონ ტრიერი.
მთავარ როლში - ხერხემალი“.
ინფორმაციისთვის, მოძრაობა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიციის აქცია თბილისში 7 ნოემბერს არ ჩატარდება.
“7 ნოემბერს არ იქნება, მოდი პირდაპირ გავხსნი კარტებს. ნიკამ კვირა თქვა, თუმცა მე ახლა ნიკას მაგივრად ვერ ვიტყვი. აქციის გამართვა გადაწყვეტილია, აქცია იქნება 6-ში ან 8 ნოემბერს. სხვა ციკლში არ გადაიწევს, უბრალოდ, 7 ნოემბერს არ იქნება, რადგან 7-ში არ უნდა იყოს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ “ტვ პირველის” ეთერში.