logo_geo
eng_logo
ზვიად კირტავა: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული მიტინგი 7 ნოემბერს - რეჟისორი - ლარს ფონ ტრიერი...
- +

1 ნოემბერი. 2021. 02:18

 

 

„ჯეოქეისის“ მკვლევარი, პროფესორი ზვიად კირტავა სოციალურ ქსელში წერს:

 

„„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული მიტინგი 7 ნოემბერს, რუსთაველზე.

სცენარის ავტორი - ფრანც კაფკა.

რეჟისორი - ლარს ფონ ტრიერი.

მთავარ როლში - ხერხემალი“.

 

ინფორმაციისთვის, მოძრაობა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიციის აქცია თბილისში 7 ნოემბერს არ ჩატარდება.

 

“7 ნოემბერს არ იქნება, მოდი პირდაპირ გავხსნი კარტებს. ნიკამ კვირა თქვა, თუმცა მე ახლა ნიკას მაგივრად ვერ ვიტყვი. აქციის გამართვა გადაწყვეტილია, აქცია იქნება 6-ში ან 8 ნოემბერს. სხვა ციკლში არ გადაიწევს, უბრალოდ, 7 ნოემბერს არ იქნება, რადგან 7-ში არ უნდა იყოს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ “ტვ პირველის” ეთერში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner