ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცინცაძემ ნიკა მელიას მიერ დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რევოლუცია არავის სურს და ხალხი მიტინგებით დაიღალა.
„ხალხს აღარ აინტერესებს მიტინგები, რევოლუცია არავის უნდა. ოპოზიციამ პატარა ტაიმაუტი უნდა აიღოს, დამშვიდდეს, ცივი გონებით შეიმუშაოს ახალი სტრატეგია, კრეატიული, აბსოლუტურად განსხვავებული, თუ სურთ მომავალ არჩევნებში გამარჯვება. ფონი ისეთია, რომ რეალობით უკმაყოფილო მოსახლეობა ორჯერ, სამჯერ მეტია კმაყოფილ მოსახლეობაზე.
ერთი შეხედვით ყველას უნდა უნდოდეს ცვლილებები, იმიტომ, რომ უკმაყოფილოა, თუმცა, ცვლილებების წინააღმდეგ აძლევს ხმას. ეს არის ქართული საზოგადოების ფსიქოლოგიური კოდი, „ქართული ობივატელი“. ოპოზიცია არჩევნებიდან არჩევნებამდე სულ ერთსა და იმავე ფოცხზე აბიჯებს ფეხს, ჯიუტად, თითქოს ვიღაცას ეჯიბრება. არავითარი სიახლე, ერთი ეს იყო ჩრდილოვანი კაბინეტი, თუმცა, ესეც დაგვიანებული იყო. კოალიციების იდეა ოპოზიციას რომ წამოეყენებინა არა 2-3 დღით ადრე არჩევნებამდე, არამედ რამდენიმე თვით ადრე და მერე ამის პროპაგანდა გაეწია, მაშინ შედეგი სხვა იქნებოდა“, - დასძენს სოსო ცინცაძე.