logo_geo
eng_logo
ყარაჯალაში თანასოფლელებს შორის დაპირისპირების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
- +

1 ნოემბერი. 2021. 10:09

 

 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში გვიან ღამით თანასოფლელებს შორის დაწყებული დაპირისპირება სამი ადამინის საავადმყოფოში გადაყვანით დასრულდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა, რის გამოც ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა. დაპირისპირებული მხარეები ადგილზე მისული სამართალდამცველების მოწოდებას არ დაემორჩილნენ და უწყების ინფორმაციით, ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთმა მხარემ პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner