logo_geo
eng_logo
კრისტინა აგილერას კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 50 ლარიდან დაიწყება
- +

29 ივლისი. 2016. 11:11



„კრისტინა აგილერას კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 50 ლარიდან იწყება", - ამის შესახებ „Black Sea Arena"-ს დირექტორმა დიმიტრი ბერიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მისივე თქმით, ბილეთების ფასი 50, 60 და 100 ლარი იქნება. VIP ადგილები კი 600 ლარი ღირს. იქნება კიდევ 150 და170 ლარიანი ბილეთებიც.


ექვსგზის გრემის მფლობელი ვარსკვლავის შოუ-კონცერტზე დასწრების საშუალება 9500-მდე ქართველ და უცხოელ მსმენელს მიეცემა.


აგილერა კონცერტზე ცნობილ ჰიტებს შეასრულებს. ბილეთების გაყიდვა  tkt.ge -ზე 12 ივლისს დილის 9 საათზე დაიწყო.


როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, უახლოეს დღეებში საზოგადოებას სხვა ვარსკვლავების ვინაობასა და ჩამოსვლის თარიღებს გააცნობენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner