logo_geo
eng_logo
კახეთის რეგიონში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 8 ფაქტი გამოავლინეს
- +

1 ნოემბერი. 2021. 14:23

 

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 8 ფაქტი გამოავლინეს.

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდარღვევები გამოვლენილია ლაგოდეხის, გურჯაანის, ახმეტისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში.

 

მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს 11,3 კუბური მეტრი წიფლის, 2,5 კუბური მეტრი რცხილის, 0, 8 კუბური მეტრი მურყნის (თხმელა), 0,7 კუბური მეტრი მუხის სახეობის ხე-მცენარე და მათგან მიღებული საშეშე მერქნის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინეს.

 

სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შესაბამისი ოქმები.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner