„სანდო წყაროზე დაყრდნობით, შემიძლია განვაცხადო, რომ რამდენიმე დღეში ნიკანორ მელია განცხადებას გაავრცელებს, ის ოფიციალურად დატოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის დასაწყისი გახდება, რადგან მას ე.წ. შუა რგოლი გაჰყვება, რაც სამომავლოდ ზოგადად პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობას უქმნის საფრთხეს“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
ჩიხელიძის თქმით, ნიკა მელია „ლელოს“ პარტიას შეუერთდება.
„მელია, ასევე, უკმაყოფილოა პარტიაში არსებული შიდა დაპირისპირებით, პარტიის გარკვეული წევრები მელიას წინასაარჩევნო კამპანიაში არ მონაწილეობდა, ან არასაკმარისად აქტიურობდნენ. თავის მხრივ, მელიათი უკმაყოფილოა სააკაშვილი, რომელიც განტევების ვაცს ეძებს და მისი გეგმის ჩაფლავებაში პირდაპირ მელიას ადანაშაულებს....“, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის დასაწყისი გახდება, რადგან მას ე.წ. შუა რგოლი გაჰყვება, რაც სამომავლოდ ზოგადად პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობას უქმნის საფრთხეს....
როგორც ჩემი წყარო მიდასტურებს, ნიკანორ მელია „ლელოს“ გუნდს შეუერთდება და „ლელოს“ შემდეგ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ სწორედ მელიას აირჩევენ! რაც შეეხება წასვლის მიზეზს, მთავარი მიზეზი სააკაშვილია, რომლის ჩამოსვლის შემდეგ მელიას როლი პარტიაში ნომინალური გახდა, მან მართვის სადავეები ხელიდან გაუშვა, არავინ არაფერს ეკითხება და ყველა სააკაშვილის ბრძანებას ასრულებს. მისთვის საფრთხეს ორი სააკაშვილი წარმოადგენს, ერთი მიხეილ სააკაშვილი, ხოლო მეორე ედუარდ სააკაშვილი, რადგან მომავალში ის პოლიტიკურ აქტივობას აპირებს. „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის რებრენდინგს არ გამორიცხავს, სადაც პარტიის თავმჯდომარის როლს სწორედ ედუარდ სააკაშვილი შეასრულებს და არა ნიკანორ მელია. მელია, ასევე, უკმაყოფილოა პარტიაში არსებული შიდა დაპირისპირებით, პარტიის გარკვეული წევრები მელიას წინასაარჩევნო კამპანიაში არ მონაწილეობდნენ, ან არასაკმარისად აქტიურობდნენ. თავის მხრივ, მელიათი უკმაყოფილოა სააკაშვილი, რომელიც განტევების ვაცს ეძებს და მისი გეგმის ჩაფლავებაში პირდაპირ მელიას ადანაშაულებს“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.