logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: თავში უნდა მოგივიდეს, 7 ნოემბერს მიტინგი დანიშნო, სად ხარ საერთოდ, რა მდგომარეობაში ხარ?
- +

1 ნოემბერი. 2021. 15:01

 

 

„ნიკანორ მელიას, ეს ხომ თავში უნდა მოგივიდეს, რომ 7 ნოემბერს მიტინგი დანიშნო, სად ხარ საერთოდ, რა მდგომარეობაში ხარ ფსიქოლოგიურად და ყველანაირად?“, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ხაინდარავს თქმით, ოპოზიციური პარტიების რესურსი ამოწურულია.

 

„ალბათ, ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში მოხდებოდა ის, რომ ასეთი დამანგრეველი მარცხის შემდეგ პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა საერთოდ დამთავრდებოდა და ნებაყოფლობით სახლში წავიდოდა, როგორც ეს გუშინ მამუკა ხაზარაძემ გააკეთა, როცა პარლამენტში მუშაობაზე თქვა უარი. როდესაც პოლიტიკური პარტიის წევრი, მით უმეტეს, ლიდერი პარლამენტში მუშაობაზე უარს ამბობს და ქუჩაში მიდის, ეს ნიშნავს, რომ სახლში მიდის, რადგან ქუჩაში სერიოზული პოლიტიკა არ კეთდება. კარგი იქნება, რომ მას სხვებმაც მიბაძონ იმიტომ, რომ მთლიანადაა ამოწურული რესურსი, ბოროტების რესურსიც კი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა, აღარ მუშაობს, ეს გუშინდელმა აქციამაც გვაჩვენა. ყველაზე ბოლოს იმის გამოცხადებამ, რომ 7 ნოემბერს აქციას აპირებენ  ეს ხომ თავში უნდა მოგივიდეს ნიკანორ მელიას, რომ 7 ნოემბერს მიტინგი დანიშნო, სად ხარ საერთოდ, რა მდგომარეობაში ხარ ფსიქოლოგიურად და ყველანაირად? ის პოლემიკა, რომელიც ამასთან დაკავშირებით მათ შორის ატყდა, უფრო საინტერესო იყო. ელენე ხოშტარიამ იკივლა და თქვა, ყოვლად დაუშვებელია, „ნაციონალური მოძრაობა“ 7 ნოემბერს აქციას მართავდესო“, ‘ განაცხადა ხაინდრავამ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner