„თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აბსოლუტურად გამანადგურებელი მარცხი განიცადა, წააგეს ყველაფერი, რისი წაგებაც შეიძლებოდა“, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ღმერთი რომ გონებას დაუბნელებს ადამიანს, ეგაა ყველაზე დიდი სასჯელი. ზუსტად ეს სასჯელი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ . არაფრით, თუ არა გონების დაბნელებით არ შეიძლება ახსნა იმისა, რომ 7 ნოემბერს „ნაციონალურმა მოძრობამ“ მიტინგი დანიშნოს. ეს უკვე ყველა ზღვარს სცილდება და მეტყველებს იმაზე, რომ სრული დაბნელებაა მათ გონებასა და რიგებში. ეს არცაა გასაკვირი იმიტომ, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციაში ყოფნის 10 წლის თავზე აბსოლუტურად გამანადგურებელი მარცხი განიცადეს, წააგეს ყველაფერი, რისი წაგებაც შეიძლებოდა.
სიგიჟე ვიხილეთ „მთავრი არხის“ ეთერში, თუნდაც, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში, როდესაც ყველასთვის გასაგები იყო და, პირველ ყოვლისა, მელიასთვის, რომ სრული სიცრუე მოდიოდა. გვარამიამაც იცოდა და ყველა დანარჩენმაც, რომ ის რიცხვები, რაც ეკრანზე იყო წარმოდგენილი, იყო სიგიჟე, აბსოლუტური სიცრუე და ამას რომ ზეიმობდნენ, ესეც იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ისინი წარმოადგენენ პოლიტიკურ წუმპეს, სადაც ნებაყოფლობით ჩახტნენ სხვა ე.წ. ოპოზიციური პარტიები.
რატომ ჰგონიათ, რომ საზოგადოება მათსავით არის გაოგნებული მათი სიბეცით, არ ვიცი. იმის წარმოდგენა, რომ კოალიციური მთავრობა არის იქ, სადაც არიან მხოლოდ „ნაციონალური“ პარტიის წევრები: გირჩი ჯაფარიძე, ხოშტარია, მელია და მათთან გაერთიანებული ხაზარაძე, ესეც ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა და მეტი არაფერი. ამ შეურაცხყოფების და უგუნურების შედეგია ის გამანადგურებელი დამარცხება, როცა ყველაფერი წააგეს, რისი წაგებაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. ვერ გეტყვით, რომ ეს მაინცდამაინც მიხარია, რადგან ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში პოლიტიკური კლიმატი სასურველი არ არის, რომ ჩვენ რეალურად არჩევანი არ გვაქვს. ის, რაც გუშინწინ, 30-ში მოხდა, მორალური არჩევანი იყო და არა – პოლიტიკური. პოლიტიკურ არჩევანს საზოგადოება ასე არ გააკეთდებდა, მით უმეტეს, ისეთი საზოგადოება, როგორიც ქართულია“, – განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, არჩევნების შედეგებზე საუბრისას გასათვალისწინებელია ის, რომ ამომრჩევლების 52 % არჩევნებზე არ მივიდა.
„ლაპარაკი იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან დიდი პროცენტები ჰქონდა, განსკუთრებით – თბილისში, გონივრული არაა, რადგან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამომრჩევლების 52% არჩევნებზე არ მოვიდა. ეს ძალიან დიდი რიცხვია. პირველ ყოვლისა, „ოცნებისთვისაა“ დამაფიქრებელი. ვფიქრობ, კარგად უნდა გააანალიზონ, რამ განაპირობა, რომ ამომრჩევლების 52 %, პოტენციურად „ოცნების“ მხარდამჭერები, არჩევნებზე არ მივიდნენ იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, ამ სექტის მხარდამჭერი ყველა გამოცხადდა, სრული მობილიზაცია ჰქონდათ. ეს იყო პიკი, რისი მიღწევაც შეეძლოთ. „ქართული ოცნების“ პოტენციური მხარდამჭერები არ გამოცხადნენ. იმედია, ამაზე კარგად დაფიქრდებიან და მიხვდებიან, რომ საჭიროა საზოგადოებასთან ერთად ცხოვრება აუცილებად ყოველწუთიერად, ყოველწამიერად და არა მარტო არჩევნების წინ. ეს, ჩემი აზრით, პრობლემაა და ამ პრობლემას მოგვარება უნდა. საზოგადოებასთან ურთიერთობა დასალაგებელია, განსაკუთრებით – ახალგაზრდობასთან, განსაკუთრებით, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, რომლებიც მოწამალულები არიან ბენდუქიძეების უნივერსიტეტებში და ილიაუნიში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ სექტანტები არიან დაბუდებული. ამას მოვლა, ჭკუა უნდა. იმედი მაქვს, რომ ამას ყურადღებას მიაქცევენ“, – განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, კატასტროფაა, როცა ამომრჩევლების 52 % არჩევნებზე არ მიდის.
„ჩემი აზრით, ეს კატასტროფაა, როცა ამომრჩევლების 52 % არჩევნებზე არ მოდის, მით უმეტეს, პოტენციურად შენი ამომრჩევლები. თუ ამას გავითავალისწინებთ, მივხდებით, რომ ის პროცენტები: 42, 44 და 43 რაღაც ახალი არ არის. ეს ისევ ის პროცენტებია, რაც ამ სექტას ყოველთვის ჰქონდა იმიტომ, რომ ის 52 % რომ დავამატოთ, მივხდებით, რომ 17 და 18 %-ზე ზემოთ საზოგადოებაში მათი მხარდაჭერა არ ადის. ეს მწარე რეალობაა საქართველოსთვის, რომ არსებობს საზოგადოების 40 , 32, თუ რამდენი % , რომელიც მზადაა, ყავარჯნიან კაცს, იმ მწამებლებს ხმა მისცეს. ამ რეალობას შეცვლა, საზოგადოებასთან სწორი დამოკიდებულება უნდა. იმ პერიოდში, როდესაც არჩევნები არ არის, საზოგადოებასთან სწორი ურთიერთობაა საჭირო იმისათვის, რომ მსგავს ფაქტთან საქმე არ გვქონდეს. გონება დაბნელებულია, სხვანაირად იმის ახსნა შეუძლებელია, როგორ შეიძლება, რომ იმ ამომრჩევლებიდან, ვინც არჩევნებზე მივიდა, ყოველი მესამე თბილისში ხმას მელიას აძლევდეს. ეს ქვეყნისთვის ტრაგედიაა“, – განაცხადა ხაინდრავამ.