logo_geo
eng_logo
დავით დარჩიაშვილმა Twitter-ის პოსტი წაშალა, დასავლეთისადმი მიმართვა შეარბილა და აღარ წერს, რომ დასავლეთის უმოქმედობის შემთხვევაში, უჯობს, რუსული სატანკო ეკიპაჟის წევრი იყოს
- +

1 ნოემბერი. 2021. 15:07

 

ყოფილმა პარლამენტარმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, დავით დარჩიაშვილმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე 31 ოქტომბერს გამოქვეყნებული პოსტი წაშალა და ის შედარებით რბილი ტექსტით ჩაანაცვლა.

 

ამ პოსტში დარჩიაშვილი უკვე აღარ წერს, რომ თუ ევროკავშირი და აშშ მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად რამეს არ მოიმოქმედებს, პროევროპელობასა და პროამერიკელობას რუსული სატანკო ეკიპაჟის წევრობა ურჩევნია.

 

„საქართველოს მთავრობა მიხეილ სააკაშვილს ციხეში კლავს. გააკეთეთ რამე. როგორ გინდათ, რომ პროამერიკელებად და ევროპელებად დავრჩეთ, თუ საქართველოს მთავრობა ამ მიზანს მიაღწევს და თქვენ არაფერს გააკეთებთ?“, - წერს დარჩიაშვილი ახალ პოსტში.

 

იქამდე, ის წერდა: „საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კვდება ქართულ ციხეში, ის შიმშილობს. თუ არაფერს გააკეთებთ, მირჩევნია, ვიყო რუსული სატანკო ეკიპაჟის წევრი, ვიდრე პროევროპელი და პროამერიკელი, როგორც ვიყავი აქამდე. საქართველოს ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობაში ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია“.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner