logo_geo
eng_logo
გოჩა ხუნდაძე: „ზაზას ამბავი“ ამ მემორიალური დაფით არ დაწყებულა და არც დამთავრდება...
- +

1 ნოემბერი. 2021. 15:19

 

 

ჟურნალისტი გოჩა ხუნდაძე რეპორტიორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ცნობილი ხდება, რომ მეორე არხის სამაუწყებლო სტუდიას ზაზა დარასელიას სახელი მიენიჭა.

 

„საარჩევნო ორომტრიალის დღეებში, კინაღამ გამომრჩა საინტერესო და ნიშანდობლივი პოსტი, რომელიც ჩემთვის ძვირფასმა ადამიანმა, ჩემი უახლოესი მეგობრის, ზაზა დარასელის ქალიშვილმა, ნინომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მე საინფორმაციო ანალიტიკური პორტალის - „რეპორტიორის“ საიტზეც ვნახე.

 

2001 წელს, ზაზას გარდაცვალების შემდეგ, მეორე არხის სამაუწყებლო სტუდიას ზაზა დარასელის სახელი მიენიჭა და ამის დასტურად მემორიალური დაფა (და არა აბრა) გაუკეთდა. იცოცხლეთ, გაგვახარა ტელევიზიის იმჟამინდელი ხელმძღვანელის ამ გადაწყვეტილებამ. სამწუხაროდ, ეს სიხარული ხანმოკლე გამოდგა - რემონტის მომიზეზებით, დაფა ჩამოხსნეს. იმ დროს ტელევიზიის დირექტორი იყო ქალბატონი თამარ კინწურაშვილი. ამ ფაქტით ჯერ კიდევ მაშინ, „ცხელ კვალზე“, შეწუხებული იყო ზაზას მეუღლე, ქალბატონი რუსუდანი და მან ეს წუხილი ჩემთან საუბარში გამოთქვა. ტელევიზიის დღევანდელი ხელმძღვანელი, არც მისი ოთხი წინამორბედი, არაფერ შუაშია მემორიალური დაფის ისტორიასთან. ამდენად, მათს ბოსტანში კენჭების სროლა სწორი საქციელი ვერ იქნება. სწორედ მათი მოწადინებით აღვნიშნეთ ზაზას 70 წლისთავი „პიკის საათში“, სწორედ მათი დახმარებით მოაღწია დღემდე ზაზა დარასელის მემორიალურმა ტურნირმა, რომელიც წლეულს ოცდამეერთედ ჩატარდება. როგორც ზაზას მეგობარი და ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თავს ვალდებულად ვთვლი, მადლიერება გამოვხატო ტელევიზიის დღევანდელი მესვეურებისადმი - მერწმუნეთ, მათ კარგად იციან ზაზა დარასელის და მისნაირი პროფესიონალების ყადრი და ყოველთვის უფრთხილდებიან მათს ხსოვნას. ამიტომაც გვმართებს ქმნა მართლისა სამართლისა!

 

ცხადია, „ზაზას ამბავი“ ამ მემორიალური დაფით არ დაწყებულა და არც დამთავრდება..." - წერს გოჩა ხუნდაძე.

 

https://reportiori.ge/inside.php?menuid=101&id=171685

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner