logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი და თანამშრომლობის გაღრმავების ახალი შესაძლებლობები განვიხილე
- +

1 ნოემბერი. 2021. 15:21

 

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ იანეზ იანშასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი და თანამშრომლობის გაღრმავების ახალი შესაძლებლობები განიხილა.

 

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ იანეზ იანშასთან. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი და თანამშრომლობის გაღრმავების ახალი შესაძლებლობები. ვაფასებთ სლოვენიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებებისადმი”,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner