logo_geo
eng_logo
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ მარიამ ქვრივიშვილს სამადლობელო წერილი გამოუგზავნა
- +

1 ნოემბერი. 2021. 15:25

 

 

 

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) პრეზიდენტისგან სამადლობელი წერილი მიიღო.

 

აღსანიშნავია, რომ UNWTO-ს ასევე ქართველი - ზურაბ პოლოლიკაშვილი ხელმძღვანელობს. დოკუმენტზე სწორედ მისი ხელმოწერაა.

 

„მინდა, გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლიერება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მიერ ორგანიზებულ სამიტში მონაწილეობისთვის, რომელიც 26 და 27 ოქტომბერს ბარსელონაში, ესპანეთში ჩატარდა. თქვენი მონაწილეობა მინისტრთა დებატებზე, რომელიც ეხებოდა ტურიზმის მომავალს ხალხის, პლანეტისა და კეთილდღეობისთვის, იყო ძალიან ღირებული. მადლობას თქვენი წვლილისთვის, თქვენმა შეტყობინებებმა მოწონება დაიმსახურა როგორც ადგილზე, მონაწილეების მხრიდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩართული ადამიანებისგანაც“, - ვკითხულობთ წერილში.

 

წერილში აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია გააგრძელებს UNWTO-ში საქართველოსა და სხვა წევრი ქვეყნების მხარდაჭერასა და მათთან მჭიდრო თანამშრომლობას.

 

„მოუთმენლად ველი, რომ გავაგრძელოთ ჩვენი შესანიშნავი თანამშრომლობა მომავალ წლებში და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი არსებული კავშირები“, - აღნიშნულია წერილში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner