logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: უკრაინელმა ლომჯარიამ, ვინმე დენისოვამ შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარი ქვეყნის მთავრობას, ეკლესიას და საზოგადოებას
- +

1 ნოემბერი. 2021. 15:27

 

 

 

 

„უკრაინელმა ლომჯარიამ, ვინმე დენისოვამ, რომელიც თავს სახალხო დამცველად ასაღებს, ერთ წინადადებაში მოახერხა და შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარი ქვეყნის მთავრობას, ეკლესიას და საზოგადოებას“, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ხაინდრავა უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „სააკაშვილთან ის მღვდლები შეჰყავთ, რომელიც უნდათ და არა ისინი, რომელთან შეხვედრასაც ის ისურვებდა.“

 

„არ შემიძლია, არ ვახსენო, უკრაინელი ლომჯარია რომ იყო საქართველოში ჩამოსული, ვინმე დენისოვა, რომელიც თავის თავს სახალხო დამცველად ასაღებს. მინდა, გითხრათ, რომ ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ადამიანმა ერთ წინადადებაში მოახერხა და შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარი ქვეყნის მთავროაბს, ეკლესიას და საზოგადოებას. აღარ ვლაპარაკობ დანარჩენ სიგიჟეებზე, რაც მან ილაპარკა, რაღაცა უფლებების დარღვევებზე ისე, რომ, სააკაშვილის გარდა, არავის დალაპარკებია. ესეც მეტყველებს იმაზე, თუ რას ნიშნავს სექტანტიზმი. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ქართული სექტანტიზმია, უკრაინული, ფრანგული თუ ინგლისური. მან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან საპატიმროში მხოლოდ მთავრობის მღვდლებს უშვებენ. ეს იყო ნათქვამი 4 მღვდელმთავარზე, რომლებიც, პირიქით, სააკაშვილის მიმართ დიდ სიმპატიებში არიან შემჩნეულები. როდესაც შენ ამბობ, რომ მთავრობა აგზავნის მღვდლებს საკაშვილთან, ეს ნიშნავს რომ შეურაცხყოფას აყენებ მთავრობას, ეკლესიას, საზოგადოებას. ეს სამარცხვინო საქციელია.ის ისეთივე სახალხო დამცველია, როგორიც ლომჯარია. ამასთან დაკავშირებით, ჩემდა გასაკვირად, რეაქცია არ იყო. მე რომ ხელისუფლებაში ვიყო, ამ ქალბატონს საქართველოს ტერიტორიაზე აღარასდროს შემოვუშვებდი, მანამ სანამ საჯაროდ ბოდიშს არ მოიხდოდა იმ სიცრუესა და მუქარებზე , რაც მისგან გავიგეთ. ნათლად ჩანს, ვინ იცავს სააკაშვილს. იცავენ ის ადმიანები, რომლებიც ასე თუ ისე, მასთან კავშირში არიან აქაც და საერთაშორისო ასპარეზზეც, რომლებიც პირდაპირ პოლიტიკურ კორუფციაში არიან ჩაბმულები“, – განაცხადა ხაინდრავამ.

 

ცნობისთვის, უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში 27 ოქტომბერს მოინახულა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner