logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: არჩევნები დასრულდა და მნიშვნელოვანია, იმ დღის წესრიგს, რაც პარლამენტში გვაქვს, ბოლომდე დავუთმოთ ჩვენი ენერგია
- +

1 ნოემბერი. 2021. 15:34

 

 

„პირველ რიგში, მინდა ყველა მერს, ყველა მუნიციპალიტეტში ვინც გაიმარჯვა, მივულოცო და წარმატება ვუსურვო თავიანთ საქმიანობაში", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, იმედოვნებს, რომ ყველა მერი იქნება წარმატებული თავისი მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ.

 

„დასრულდა ეს წინასაარჩევნო პერიოდი, არჩევნები დასრულდა. მნიშვნელოვანია იმ დღის წესრიგს, რომელიც პარლამენტში გვაქვს, ბოლომდე დავუთმოთ ჩვენი ენერგია და დრო და მაქსიმალურად მოკლე ვადებში შევძლოთ იმ დაპირებების შესრულება, რომელიც გავეცით“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner