logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: თუ ოდესმე გაგვიმარჯვია, მხოლოდ მაშინ, როცა ერთად ვიყავით, ერთად!
- +

1 ნოემბერი. 2021. 16:58

 

 

 

თუ ოდესმე გაგვიმარჯვია, მხოლოდ მაშინ, როცა ერთად ვიყავით, ერთად! ერთმანეთს თვალებს ვუსწორებდით, ერთმანეთი გვიყვარდა და ერთი იდეა გვქონდა. კი, ახლაც ერთი იდეა გვაქვს და მგონი ერთადერთი - ყველას ხელისუფლებაში მოსვლა უნდა სამშობლოს სიყვარულის სახელით. ხალხზე მზრუნველის სახელით, უკეთესი მომავლის სახელით, არა და, მოდიან და მალევე იჯერებენ, რომ ქორონიკონი მათი მოსვლით დაიწყო... სანამ შიგნით ასე ვძიძგნით ერთმანეთს,   უაზრო ბრძოლებგადახდილები ცოცხალმკვდრები ვყრივართ გაღმა გამოღმაა.  როგორ სეირობენ სხვები,ერთი, კარგად დახედეთ რუკას,  საზღვრის ერთი მტკაველიც თუა, რასაც არ გვედავებოდეს  შემოჯარული მეზობლები. თქვენ კი, იარეთ ქუჩა-ქუჩა და იძახეთ, რომ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანთ, იმედია, მუნიციპალურ ომებს არ გულისხმობთ და უფრო დიდი ბრძოლების მოგებას აპირებთ. იარეთ და იძახეთ-" ჯოს, ჯოს, ჯოს, .-გაიმარ-ჯვა, ჯვა ჯვა! "

 

აუუ, რა მინდა გითხრათ და არ მინდა ასეთ ზიზღში და დაუსრულებელ უაზრობებში ცხოვრება! ის კაცი კი, ციხეში იმიტომაც უნდა იჯდეს, ასე რომ დახლიჩა და  გააბოროტა ეს ქვეყანა. თუმცა არც სხვებს აწყენდა ამ მუხლით იზოლირება...

 

პ.ს. მამაჩემმა ერთი ლეგენდასავით ამბავი  მომიყვა, ხეობაში წყალდიდობისას  მდინარეს ერთი დიიიდი სოფელი შუაზე გაუყვია. გაღმა-გამოღმა ნაპირზე დარჩენილან დედმამიშვილები, ახლობლები, ნათესავები, მეგობრები. გადიოდა წლები და ერთმანეთთან ვერასგზით ვერ მიდიოდნენ, დრო და დროო, მხოლოდ ნაპირებზე დგებოდნენ და ერთმანეთს  ხელებს უქნევდნენ, ხან ტიროდნენ და ხან ცეკვავდნენ, მდინარის ხმაურის გამო ერთმანეთს ხმასაც ვერ აწვდენდნენ. ცუდი ამბისას, შავ ნაჭრებს ფენდნენ, თუ ლხინი იყო- თეთრებსო და ასე ბერდებოდნენ თაობებიო. ხოდა, ერთხელაც გაავდრებულა, მდინარეში მეხი ჩამოვარდნილა, უზარმაზარი ლოდი გადაუხლეჩია და ხიდად გადებულაო, ასე  დაბრუნებია სოფელი ერთმანეთს...

 

 კარგა ხანია ჩემს ქვეყანაში სულ ადიდებული მდინარე მოდის და  სოფლებს გაღმა-გამოღმა ტოვებს...

 

დანარჩენი თქვენ იცით, აბა ჰეე,!!!

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner