logo_geo
eng_logo
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მსოფლიო პატრიარქს ინტრონიზაციის საიუბილეო თარიღს ულოცავს
- +

1 ნოემბერი. 2021. 17:14

 

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მსოფლიო პატრიარქს, ბართლომეოს ინტრონიზაციის საიუბილეო თარიღს ულოცავს.

 

როგორც პატრიარქის მილოცვის წერილშია ნათქვამი, კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტის მწყემსმთავრობა ყოველთვის მძიმე და რთული იყო, მაგრამ მან განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა შეიძინა ჩვენს ფრიად რთულ დროში, რადგან მსოფლიოს ტექნიკურ წინსვლას დიდად ჩამორჩება სულიერი განვითარება და ამ სხვაობის დაძლევა ადვილად მისაღწევი არ არის.

 

„თქვენო ყოვლად უწმიდესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ თქვენი ყოვლადუწმინდესობის ინტრონიზაციის საიუბილეო თარიღს!

 

უკვე ოცდაათი წელია თქვენ ატარებთ ფრიად საპასუხისმგებლო და საპატიო ტვირთს პირველი იერარქისა. კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტის მწყემსმთავრობა ყოველთვის მძიმე და რთული იყო, მაგრამ მან განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა შეიძინა ჩვენს ფრიად რთულ დროში, რადგან მსოფლიოს ტექნიკურ წინსვლას დიდად ჩამორჩება სულიერი განვითარება და ამ სხვაობის დაძლევა ადვილად მისაღწევი არ არის.

 

ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება თქვენი თანადგომა წლების განმავლობაში საქართველოს ეკლესიის მიმართ გამოჩენილი და ვიმედოვნებთ, მომავალშიც, ღვთის შეწევნით, ჩვენს შორის მეგობრული და ძმური ურთიერთობები განმტკიცდება.

 

ღმერთმა შეგაძლებინოთ თქვენი ჯვრის ბოლომდე ღირსეულად ტარება უფლის სადიდებლად და მსოფლიო მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ.

 

გისურვებთ მხნეობას, მრავალჟამიერ სიცოცხლესა და შემდგომ წარმატებებს თქვენს მაღალ და საპატიო მსახურებაში, ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით“, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისალოც წერილში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner