logo_geo
eng_logo
ვან ვენბინი: კორონავირუსის წარმოშობის შესახებ აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების ანგარიში არამეცნიერულია და სანდოობა არ გააჩნია
- +

1 ნოემბერი. 2021. 17:48

 

 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვან ვენბინმა განაცხადა, რომ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების ანგარიში არამეცნიერულია და სანდოობა არ გააჩნია.

 

„ათასჯერ გამეორებული ტყუილი კვლავ ტყუილია. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებს თაღლითობისა და მოტყუების რეპუტაცია აქვთ. ახალი კორონავირუსის წარმოშობის დადგენა სერიოზული და კომპლექსური საკითხია, რომლის გამოკვლევაც მხოლოდ მეცნიერების გლობალური თანამშრომლობით შეიძლება განხორციელდეს“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

ოფიციალური პეკინი გამუდმებით უარყოფს ბრალდებებს, რომ ვირუსის გაჟონვა ქალაქ უხანში მდებარე ლაბორატორიიდან მოხდა, სადაც COVID-19 პირველად 2019 წლის ბოლოს გამოვლინდა.

 

29 ოქტომბერს, კორონავირუსის წარმოშობის შესახებ აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების ანგარიში გამოქვეყნდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ორი ჰიპოთეზა სავარაუდოა: ინფიცირებული ცხოველისგან გადაცემა და ლაბორატორიასთან დაკავშირებული ინციდენტი.

 

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სადაზვერვო საზოგადოება ვერ შეძლებს უფრო ზუსტი დასკვნის გაკეთებას, თუ ჩინეთიდან უფრო მეტ ინფორმაციას არ მიიღებს. გარდა ამისა, აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება ასევე მიიჩნევს, რომ ჩინეთის ოფიციალურ პირებს ვირუსის შესახებ ინფორმაცია მის გავრცელებამდე არ ჰქონდათ.

 

30 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვირუსის ლაბორატორიაში ინციდენტის შედეგად წარმოშობის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა.

 

24 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ აშშ-ის სპეცსამსახურების ანგარიში წარუდგინეს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner