logo_geo
eng_logo
თემურ თათარაშვილი: ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა!
- +

1 ნოემბერი. 2021. 19:02

 

 

„რომ იძახიან, ქართულმა ოცნებამ“ რა გააკეთაო  ძალიან ბევრი რამ გააკეთა, უფრო მეტს გააკეთებდა, ეს ძირმაგარები რომ არ ყოფილიყვნენ, რომლებიც მუდმივად ხელს უშლიან და სულ არის ამათ გამო გაწევ-გამოწევა," - ამის შესახებ მომღერალმა თემურ თათარაშვილმა გაზეთ „ქართულ აზრთან" ინტერვიუში საუბრისას განაცხადა.

 

„ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა!

 

ქართველი ხალხი არის ბრძენი! ქართველმა ხალხმა ბოროტებასა და სიკეთეს შორის გააკეთა არჩევანი!

 

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებს და ა.შ.  მთავრობამ და ძალოვანმა სტრუქტურებმა არ უნდა აპარპაშონ ისინი. ერთხელ და სამუდამომ უნდა დაამთავრონ იმიტომ, რომ ხალხი უკვე ძალიან დაიღალა. უცხოეთში არც იციან პოლიტიკოსების სახელი და გვარები, თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობს ყველა. ასე უნდა იყოს აქაც. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი. რომ იძახიან, „ქართულმა ოცნებამ“ რა გააკეთაო  ძალიან ბევრი რამ გააკეთა, უფრო მეტს გააკეთებდა, ეს ძირმაგარები რომ არ ყოფილიყვნენ, რომლებიც მუდმივად ხელს უშლიან და სულ არის ამათ გამო გაწევ-გამოწევა. იმედია, ახლა მაინც დაამთავრებს „ქართული ოცნება“ ნაცების უბედურებას და ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდება", - განაცხადა თემურ თათარაშვილმ,ა

 

ინტერვიუს სრული ნახვა შეგიძლიათ გაზეთ „ქართული აზრის" მე-13 ნომერში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner