პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გლაზგოში, გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს, რომლის ფარგლებში, მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
პრემიერ მინისტრი გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის (COP26) მსოფლიო ლიდერთა სამიტზე გერმანიის ყოფილ კანცლერს ანგელა მერკელს ესაუბრა.
მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები და ექსპერტები იმსჯელებენ, როგორ გააძლიერონ ძალისხმევა და კოორდინირებული ქმედებები პარიზის შეთანხმებისა და კლიმატის ცვლილებებზე გაეროს ჩარჩოკონვენციის მიზნების მისაღწევად და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.
სამიტში მსოფლიოს 120-მდე სახელმწიფოს ლიდერი მიიღებს მონაწილეობს. გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციას (COP26) გლაზგო 31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე უმასპინძლებს.