logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: მთაწმინდაზე აღმოჩნდა მთელი დასტა კახა კალაძის ხმების მოპარული და გადადებული მელიას მხარეს
- +

1 ნოემბერი. 2021. 20:44

 

 

„მთაწმინდაზე აღმოჩნდა კახა კალაძის ხმების მთელი დასტა მოპარული და მელიას მხარეს გადადებული“ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მეორე ტურზე დაფიქსირებული დარღვევებზე საუბრისას განაცხადა.

 

,,რამდენიმე წუთის წინ მთაწმინდაზე აღმოჩნდა მთელი დასტა კახა კალაძის ხმების მოპარული და გადადებული მელიას მხარეს. დასტაში, სადაც ერთი და მეორე კანდიდატის მონაცემები იკრიბება ხოლმე, 10 ბიულეტენიანი დასტა იყო მოპარული და გადადებული მელიას ხმების მხარეს. ასევე იყო ფაქტი პირველ ტურზე, როდესაც ქალბატონმა ასეთი დასტა ჩაიდო ჩანთაში“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner