logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ხვალიდან ვიწყებთ იმგვარ საპარლამენტო საქმიანობას, რომ მთლიანად საზოგადოების საჭიროებებზე გადავერთოთ და პოლიტიკური შეხლა-შემოხლა დავტოვოთ დღის წესრიგის მიღმა
- +

1 ნოემბერი. 2021. 22:36

 

 

 

„ხვალიდან ვიწყებთ იმგვარ საპარლამენტო საქმიანობას, რომ მთლიანად გადავერთოთ საზოგადოების საჭიროებებზე და პოლიტიკური შეხლა-შემოხლა დავტოვოთ დღის წესრიგის მიღმა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„გამარჯვებული პარტია დღეს მსჯელობდა იმაზე როგორი უნდა იყოს ხვალინდელი დღის წესრიგი.

 

ჩვენ მივულოცეთ ერთმანეთს გამარჯვება, ჩვენი მხარდამჭერების და პარტიული აქტივის დამსახურებაა, რომ ერთწლიანი ციკლი დასრულდა და ხვალინდელი დღიდან უნდა გადავიდეთ იმ დღის წესრიგზე, სადაც შეიძლება ბევრ რამეზე კამათი, მაგრამ უკან უნდა დავიტოვოთ უსარგებლო პოლიტიკური შეხლა-შემოხლა, რაც გვქონდა. საქმის კეთებასთან მიმართებით ვიკამათოთ ბევრი, იმიტომ, რომ ასეთი კამათი აუცილებელიც არის“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner