logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე ოპოზიციონერ დეპუტატებზე: მანდატის შენარჩუნებაზე არავის უნდა დავუწყოთ ხვეწნა
- +

2 ნოემბერი. 2021. 00:36

 

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები სადეპუტატო მანდატის დატოვების შესახებ პარლამენტს თუ მიმართავენ, ალბათ, ამაში მათ ხელს არ შეუშლიან.

 

„მათი განცხადებების და სურვილების მიუხედავად, ორჯერ არ შევუწყვიტეთ მანდატები. ვფიქრობ, ნამდვილად არავის უნდა დავუწყოთ ხვეწნა. არ ვფიქრობ, რომ მათ უნდა შევუზღუდოთ საკუთარი სურვილის რეალიზების საშუალება, ეს არის მათი უფლება. ამაზე კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ უმრავლესობის სხდომაზე და ვისაც სურვილი ექნება, ალბათ ისე გადაწყდება, როგორც მათ უნდათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner