logo_geo
eng_logo
„ამბასადორიალი 2016“-ის მონაწილეები დღეს პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან
- +

29 ივლისი. 2016. 11:41


საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ამბასადორიალი 2016" -ის მონაწილეები დღეს პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან.


შეხვედრაზე შემდგომი საქმიანობის პრიორიტეტებს განიხილავენ.


 

„დღეს იგეგმება შემაჯამებელი შეხვედრა. ჩვენ ველოდებით პრემიერ-მინისტრს და განვიხილავთ ყველა იმ ძირითად მიმართულებას, რომელიც მომავალ წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქცია-მოვალეობებსა და პრიორიტეტებში იქნება და მივიღებთ იმ მითითებებს, რომელიც მთავრობის ხედვით, პრემიერის ხედვით იქნება წარმოდგენილი.

 

ჩვენ შევაჯამებთ და დავასრულებთ წლევანდელ ამბასადორიალს, რომელიც იყო დატვირთული როგორც შინაარსობრივად, ასევე, მონაწილეების მხრივ, ახალი ფორმატებით. დარწმუნებული ვარ, ეს ამბასადორიალი თითოეული მონაწილისთვის წარმატებული იქნება", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

მინისტრის თქმით, ამბასადორიალის მეოთხე დღე ინსტიტუციურ რეფორმებს დაეთმობა. კერძოდ, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს აცნობენ საგარეო საქმეთა სამინისტროს HR სისტემის განვითარების, ასევე სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით მიმდინარე რეფორმებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner