logo_geo
eng_logo
მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი ილონ მასკს: 6 მილიარდი დოლარი მსოფლიოში შიმშილის პრობლემას ვერ გადაჭრის, თუმცა შიმშილის ზღვარზე მყოფ 42 მილიონ ადამიანს გადაარჩენს
- +

2 ნოემბერი. 2021. 02:52

 

 

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა, დევიდ ბიზლიმ განაცხადა, რომ მზად არის, პირადი შეხვედრისას ილონ მასკს აჩვენოს, როგორ ებრძვიან მსოფლიოში შიმშილს.

 

„ილონ მასკს მივმართავ: ტვიტების ნაცვლად შეგვიძლია ერთმანეთს შევხვდეთ, დედამიწაზე ან კოსმოსში, თუმცა საველე პირობებს გთავაზობთ, სადაც მსოფლიო სასურსათო პროგრამის თანამშრომლებს და მუშაობაში პროცესებსა და ტექნოლოგიებს დაინახავთ“, - დაწერა მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა Twitter-ზე.

 

დევიდ ბიზლის თქმით, 6 მილიარდი დოლარი მსოფლიოში შიმშილის პრობლემას ვერ გადაჭრის, თუმცა ხელს შეუწყობს გეოპოლიტიკური არასტაბილურობისა და მასობრივი მიგრაციის პრევენციას და შიმშილის ზღვარზე მყოფ 42 მილიონ ადამიანს გადაარჩენს.

 

მანამდე ილონ მასკმა განაცხადა, რომ მზად არის, „ტესლას“ აქციები გაყიდოს და თანხა მსოფლიოში შიმშილის აღმოფხვრას მოახმაროს.

 

„თუ აღწერენ, როგორ მოაგვარებენ 6 მილიარდი დოლარით შიმშილის პრობლემას, მზად ვარ „ტესლას“ აქციები გავყიდო, მაგრამ ხარჯთაღრიცხვა გამჭვირვალე უნდა იყოს, რათა საზოგადოებამ ნახოს, რაში დაიხარჯება ფული“, - აღნიშნა ილონ მასკმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner