გაერო-ში უკრაინის წარმომადგენლობა twitter-ის მეშვეობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის დელეგაციამ უკრაინის მიერ ინიციირებული განცხადება ანექსირებული ყირიმის შესახებ დაბლოკა.
დოკუმენტში დაგმობილი იყო ანექსირებული ყირიმის რუსეთის სამხრეთის ფედერალურ ოლქთან გაერთიანება.
რუსული სააგნეტო „ИТАР-ТАСС" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უშიშროების საბჭოს განცხადების პროექტი განსახილველად წარუდგინეს, თუმცა მასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.
რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან ერთ-ერთია, რომელსაც ვეტოს უფლება გააჩნია.
28 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ყირიმისა და სევასტოპოლის სამხრეთის ფედერალურ ოლქში შესვლის შესახებ. ამასთან, პუტინის ბრძანებით, გაუქმდა ყირიმის ფედერალური ოლქი.