logo_geo
eng_logo
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ, ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა
- +

29 ივლისი. 2016. 11:44


„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32 % იმ ამომრჩევლებიდან, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ხმას „ქართულ ოცნებას" მისცემდა, ხოლო 26 % - „ნაციონალურ მოძრაობას".


კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 10 %-მა პასუხზე უარი განაცხადა, 7 % - „პატრიოტთა ალიანსს" მისცემდა ხმას, 6 %-მა არ იცის, 6 % ხმას მისცემდა მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისათვის", 2 % - არც ერთ პარტიას, ხოლო სხვა პარტიებს გამოკითხულთა 11 % მისცემდა ხმას.


რაც შეეხება უშუალოდ შეკითხვას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, დადებითი პასუხი რესპონდენტთა 67 %-მა გასცა. 33 %- კი სავარაუდოდ, არ აპირებს არჩევნებზე წასვლას.


„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner