logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ წევრების მიერ პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადებები თუ შემოვა, დავაკმაყოფილებთ
- +

2 ნოემბერი. 2021. 13:17

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადებები თუ შემოვა, დავაკმაყოფილებთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილების დისკუსიაში არ შევალთ, ეს არის მათი გადაწყვეტილება. ჩვენი გადაწყვეტილება პარლამენტის სხდომაზე გაფორმდება. მათ განცხადებებს დავაკმაყოფილებთ, თუ შემოვა.

 

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, განხილვა მოხდება. დანარჩენი, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, ამაზე უკვე პარლამენტი იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner