logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: ირაკლი ღარიბაშვილის მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერებთან პირისპირ შეხვედრები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს და „ქართული ოცნების“ პროდასავლური კურსის სიმტკიცეს
- +

2 ნოემბერი. 2021. 13:21

 

 

„ვიდრე 2 ოქტომბერს ,,რეფერენდუმში“ და 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურში დამარცხებული ოპოზიცია ქუჩის აქციებისთვის ემზადება, არეულობას, ქაოსს, დესტაბილიზაციას და რევოლუციას აანონსებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიოს 120 ლიდერთან ერთად, გაეროს კონფერენციაში იღებს მონაწილეობას,- ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს გლაზგოში, რომელიც გაეროს კლიმატის ცვლილებების 2021 წლის 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტზე გაიმართა.

 

„ვიდრე 2 ოქტომბერს „რეფერენდუმში“ და 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურში დამარცხებული ოპოზიცია ქუჩის აქციებისთვის ემზადება, არეულობას, ქაოსს, დესტაბილიზაციას და რევოლუციას აანონსებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიოს 120 ლიდერთან ერთად, გაეროს კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენება და მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერებთან პირისპირ შეხვედრები, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს და „ქართული ოცნების“ პროდასავლური კურსის სიმტკიცეს. სწორედ მწყობრი და თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების ასეთი ღია მხარდაჭერის მიზეზი. 2020 წელს საპარლამენტო და 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნება“ გააგრძელებს საქართველოს სტაბილურ განვითარებას. წინ, საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანია 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის შეტანა!“ - წერს ბოჟაძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner