logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილის და მსოფლიო ლიდერების შეხვედრის კადრები
- +

2 ნოემბერი. 2021. 13:27

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

 

„მქონდა პატივი, საქართველოს სახელით მონაწილეობა მიმეღო გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 2021 წლის 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში, რომელიც გლაზგოში გაიმართა.

 

მადლობას ვუხდი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს და გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს გაწეული ძალისხმევისთვის, რომლის შედეგად, პანდემიის გათვალისწინებით, მსოფლიოს 120-ზე მეტი ლიდერის შეკრება შედგა.

 

კლიმატის ცვლილებები გლობალური გამოწვევაა, რომელთან გამკლავება ერთობლივი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია. ჩვენ ვალდებული ვართ, ერთად ვიმოქმედოთ.

 

#TogetherForOurPlanet“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner