„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევების მიხედვით, კითხვაზე - აპირებთ თუ არა, რომ იმავე პოლიტიკურ პარტიას მისცეთ ხმა, ვისაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიეცით, გამოკითხულთა 57% აცხადებს, რომ აპირებს.
გამოკითხულთა 27% ხმას არ მისცემს იმავე პოლიტიკურ ძალას, ხოლო 7% არ აპირებს არჩევნებზე მისვლას. კითხვაზე პასუხი არ იცის 6%-მა, ხოლო პასუხზე უარი თქვა 4%-მა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველო მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.