logo_geo
eng_logo
გამოკითხულთა 57% ხმას იმავე პოლიტიკურ ძალას მისცემს, რომელსაც 2012 წელს მისცა
- +

29 ივლისი. 2016. 12:05


„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევების მიხედვით, კითხვაზე - აპირებთ თუ არა, რომ იმავე პოლიტიკურ პარტიას მისცეთ ხმა, ვისაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიეცით, გამოკითხულთა 57% აცხადებს, რომ აპირებს.


გამოკითხულთა 27% ხმას არ მისცემს იმავე პოლიტიკურ ძალას, ხოლო 7% არ აპირებს არჩევნებზე მისვლას. კითხვაზე პასუხი არ იცის 6%-მა, ხოლო პასუხზე უარი თქვა 4%-მა.


კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველო მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner