„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ქართველ და საერთაშორისოი დამკვირვებლებს ენდობა.
კითხვაზე, ენდობით თუ არა ქართველ დამკვირვებლებს, გამოკითხულთა 33% აცხადებს, რომ ენდობა, 42% ნეიტრალურად არის განწყობილი, ხოლო 20% არ ენდობა.
რაც შეეხება უცხოელ დამკვირვებლებს, გამოკითხულთა 45% ენდობა მათ, 34 % ნეიტრალურად არის განწყობილი, ხოლო 15 % არ ენდობა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და „CRRC- საქართველო" ატარებს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.1%-ია.