logo_geo
eng_logo
თემურ თათარაშვილი: თაფლი აქვს იმდენი ნაჭამი, ეყოფა ერთი-ორი წელი, თითი რომ ჩაიდოს პირში და დაიძინოს!
- +

2 ნოემბერი. 2021. 15:04

 

ოჯახთან დალაპარაკების უფლება არ მქონდა ტელეფონითაც კი, ნახვაზე აღარაა ლაპარაკი. მარტო მე კი არა, ყველა პატიმარი ასე იყო. ახლა რომ აქვს ციხეში სასტუმრო გახსნილი  სააკაშვილს, დღეში 100 კაცი შედის და კიდევ რომ პრეტენზია აქვს, რატომ მეტს არ უშვებენ  ცოლებს, დედებს, მამებს, ბევრი ჰყავს მითუმეტეს. როგორც ჩვენ ვიყავით, იმავე მდგომარეობაში უნდა იყოს ის ვაჟბატონიც!“ - ამის შესახებ მომღერალმა თემურ თათარაშვილმა გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში საუბრისას განაცხადა.

 

მიშაზე არანაკლები ხალხი იჯდა ციხეში - აკადემიკოსები, პროფესორები, რომლებიც მან დააპატიმრა. არც ლეიბი, არც რადიო არ ჰქონიათ. მეტიც: ვისაც სანთებელას დაუჭერდნენ ან გამაცხელებელს, 4 წელიწადს უმატებდნენ. რომელ ლმობიერებაზეა ლაპარაკი? რომ გამოდიან და ყვირიან, მეცინება და თან ვბრაზდები. ერთი საათით უნდა ჩასვან, ვინც გამოდის სიტყვით, იმ ციხეში, რომ ხმა არ ჰქონდეთ ამოსაღები. მათი რეჟიმის ციხე იყო ჯოჯოხეთი! ჩვეულებრივი ჯოჯოხეთი იყო. რომელ შიმშილზეა ლაპარაკი? მაშინ მართლა შიმშილობდა ხალხი იმიტომ, რომ წიწიბურაზე დასხმული ცხელი წყლით კვებავდნენ პატიმრებს. დარწმუნებული ვარ, მიშა არც შიმშილობს! მშვენივრად იღებს ყველაფერს! რა სისულელეა? თაფლი აქვს იმდენი ნაჭამი, ეყოფა ერთი-ორი წელი, თითი რომ ჩაიდოს პირში და დაიძინოს

 

9 თვის განმავლობაში ჩემს ოჯახთან დალაპარაკების უფლება არ მქონდა ტელეფონითაც კი, ნახვაზე აღარაა ლაპარაკი. მარტო მე კი არა, ყველა პატიმარი ასე იყო. ახლა რომ აქვს ციხეში სასტუმრო გახსნილი  სააკაშვილს, დღეში 100 კაცი შედის და კიდევ რომ პრეტენზია აქვს, რატომ მეტს არ უშვებენ  ცოლებს, დედებს, მამებს, ბევრი ჰყავს მითუმეტეს. როგორც ჩვენ ვიყავით, იმავე მდგომარეობაში უნდა იყოს ის ვაჟბატონიც! - განაცხადა თემურ თათარაშვილმა.

 

ინტერვიუს სრულად ნახვა შეგიძლიათ გაზეთ „ქართული აზრის“ მე-13 ნომერში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner