logo_geo
eng_logo
კასპის ცენტრის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
- +

2 ნოემბერი. 2021. 15:27

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტში  სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

 

აღნიშნული პროექტი მოიცავს ორი ცენტრალური  ქუჩის საფეხმავლოების,  მასზე განთავსებული შენობების გარე ფასადების,  მიმდებარე გიორგი  სააკაძის და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სკვერების რეაბილიტაციას ანუ ქალაქის ცენტრის ურბანულ განახლებას.

 

ამჟამად სკვერში წვეთოვანი მორწყვის, ფილების დასაგები წინასწარი სამუშაოები (ბეტონის მოწყობა), პარალელურად კი შენობების გარე ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

„კასპში ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები 50 წელია არ ჩატარებულა. ქალაქის ცენტრის სრული განახლება მიმდინარეობს, იერსახე ეცვლება როგორც სახელმწიფო ისე კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტებს. პროექტის დასრულების შემდეგ მივიღებთ მოწესრიგებულ, გალამაზებულ ცენტრს, შენობებსა და გარემოს, ორივე სკვერი კი კასპელთათვის მეტად  საყვარელი ადგილი გახდება“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner