ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, მინისტრობის ახალ კანდიდატებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი შესაბამის კონსულტაციებს მართავს.
„მე არ მაქვს ინფორმაცია. საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს დრო. ის მართავს შესაბამის კონსულტაციებს და მიიღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
რაც შეეხება დეპუტატ ეკა ბესელიას ხუმრობას, რომ თავდაცვის მინისტრად ნოდარ ხადური ინიშნება, ხადურმაც აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო.
გუშინ თანამდებობები დატოვეს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.