გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ არავაქცინირებული მოქალაქეები სერიოზული შეზღუდვების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ.
„ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის“ პრეზიდიუმის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ ის ძალიან შეშფოთებულია გერმანიაში არსებული კოვიდსიტუაციით.
მისი თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის სერიოზული შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს.
თავის მხრივ, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, იენს შპანმა სამუშაო ადგილებზე არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის კორონავირუსზე ტესტის ყოველდღიურად ჩაბარება არ გამორიცხა.
აღსანიშნავია, რომ გერმანიაში მოსახლეობის 66% (დაახლოებით 55.5 მილიონი ადამიანი) სრულად ვაქცინირებულია.