logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: ერთი წლის განმავლობაში, სუსის სასწავლო ცენტრის საქმიანობა იყო საკმაოდ წარმატებული, რაც აისახა სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობაზეც
- +

2 ნოემბერი. 2021. 19:58

 

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დაარსებიდან ერთი წლისთავს ეხმაურება. როგორც ის აღნიშნავს, ცენტრის ჩამოყალიბების ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს პარლამენტს, ეროვნული უსაფრთხოების მექანიზმების შემდგომი გაძლიერებისთვის.

 

„უსაფრთხოების სისტემის ქმედუნარიანობისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საუკეთესო განათლებისა და უნარების მქონე ადამიანების მოზიდვა, მოტივირება, მომზადება/გადამზადება და იმ სფეროებში ჩართვა, სადაც მათი უნარები და შესაძლებლობები მაქსიმალური შედეგის მომტანია. ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მათი ცოდნა და უნარ-ჩვევები ვითარდებოდეს და იხვეწებოდეს საფრთხეების ცვალებადობის შესაბამისად, უსაფრთხოების საჭიროებების გათვალისწინებით. სწორედ ამ ამოცანების შესრულებაში, ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა ახალ სასწავლო ცენტრს და მის სპეციალურ პროგრამებს. სასწავლო ცენტრი, რომელსაც გააჩნია საუკეთესო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის და დიდი გამოცდილების ინსრუქტორებით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მდგრადი ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაში“, - აღნიშნავს ირაკლი ბერაია.

 

ამასთან, წერს, რომ, დაარსებიდან მოკლე პერიოდში, ცენტრმა შეძლო არაერთი მნიშვნელოვანი წამოწყების და პროექტის განხორციელება, უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პრიორიტეტებზე ფოკუსირება.

 

„ამ ერთი წლის განმავლობაში, ცენტრის საქმიანობა იყო საკმაოდ წარმატებული, რაც აისახა სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობაზეც. წარმატებებს ვუსურვებ უსაფრთხოების სამსახურის ამ უმნიშვნელოვანეს სტრუქტურულ ერთეულს დასახული ამბიციური მიზნების მიღწევაში“, - წერს ირაკლი ბერაია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner