„პარლამენტში დარჩება ის ოპოზიცია, რომელსაც მართლაც სურს ოპონირება და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„იმ დეპუტატების განცხადებები მანდატის დატოვების შესახებ, რომლებიც მართალი გითხრათ, სხდომებზე ამ თვეების განმავლობაში არ გვინახავს, პარლამენტის მუშაობას ვერანაირ შემთხვევაში ვერ შეაფერხებს. დარჩება ის ოპოზიცია, რომელსაც მართლაც სურს ოპონირება, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა და პატივს სცემს თავისი ამომრჩევლებისა და მხარდამჭერების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს საპარლამენტო არჩევნებში“, - განაცხადა თალაკვაძემ.