logo_geo
eng_logo
თბილისში ფარმაცევტული საწარმო გაიხსნება
- +

29 ივლისი. 2016. 12:09


სს „ბიომედიკალს გეო" 10 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ფარმაცევტულ  საწარმოს შექმნის. საწარმოში 50 ადამიანი დასაქმდება. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" სს „ბიომედიკალს გეოს" საკუთრებაში 500 000 ლარად ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე 2802 კვ.მ და აკადემ-ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე 18966 კვ.მ მიწის ნაკვეთი  გადასცა.


            აღნიშნულ ქონებაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 42 თვის ვადაში შეიქმნება და ფუნქციონირებას დაიწყებს ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი საწარმო.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner