„ტვ პირველი იტყუება და ჰედლაინად გამოაქვს ფრაზა, რასაც ატვირთულ ვიდეოში მამუკა მდინარაძე საერთოდ არ ამბობს!!! კერძოდ - ტყუილია, თითქოს მდინარაძემ თქვა - „სააკაშვილი თუ არ მოკვდება, სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის ფეისბუკგვერდი „სინამდვილეში წერს“.
როგორც ფეისბუკგვერდზეა აღნიშნული, სინამდვილეში ფრაზა - „თუ არ მოკვდება“, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს მამუკა მდინარაძეს არც ამ და არც სხვა ინტერვიუში არასდროს უხსენებია. „ტვ პირველი იტყუება და ჰედლაინად გამოაქვს ფრაზა, რასაც ატვირთულ ვიდეოში მამუკა მდინარაძე საერთოდ არ ამბობს!!! კერძოდ - ტყუილია, თითქოს მდინარაძემ თქვა - „სააკაშვილი თუ არ მოკვდება, სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება“. სინამდვილეში ფრაზა - „თუ არ მოკვდება“, მამუკა მდინარაძეს არც ამ და არც სხვა ინტერვიუში არასდროს უხსენებია!!! ის ამ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის შიმშილობით მანიპულაციაზე საუბრობს და კვლავ მოუწოდებს მას მისცეს იუსტიციის სამინისტროს პერსონალური მონაცემის გასაჯაროების შესაძლებლობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.