logo_geo
eng_logo
ცესკო: მოცემული დროისთვის გადათვლილია 1 830 საარჩევნო უბნის 11 პროცენტი, გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია
- +

2 ნოემბერი. 2021. 22:32

 

 

ცენტრალური საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის მონაცემების გადათვლის სტატისტიკას აქვეყნებს.

 

„საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად და ცესკოს თავმჯდომარის ინიციატივით საერთო ჯამში 1-ელ ნოემბერს გადათვლილია 201 საარჩევნო უბნის შედეგები. წარმოგიდგენთ დეტალურ სტატისტიკას გადათვლის საბოლოო შედეგების თაობაზე.

 

მოცემული დროისთვის გადათვლილია 1830 საარჩევნო უბნის 11%. საქართველოს მასშტაბით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მერის არჩევნების ნაწილში დააკლდა სულ 21 ხმა და მოემატა 28; „ქართულ ოცნებას“ – დააკლდა 10 ხმა და მოემატა 23. 2 ხმა მოემატა საარჩევნო სუბიექტს „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“. გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია“, - აცხადებენ საარჩევნო ადმინისტრაციაში.

 

კანონმდებლობის შესაბამისად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, წილისყრით გამოვლინდა ყოველ საარჩევნო ოლქში ის უბნები, რომლის შედეგებიც უნდა გადაითვალოს.

 

გადათვლის პროცესი გუშინ დაიწყო. ხელახალი დათვლის პროცესზე დასწრება და დაკვირვება შეუძლიათ, უფლებამოსილ პირებს: დამკვირვებლებს, ასევე საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს.

დეტალური მონაცემები თითოეული საარჩევნო ოლქის მიხედვით, სადაც არჩევნების მეორე ტურის გადათვლის პროცედურები განხორციელდა, მოცემულია ბმულზე:

https://cesko.ge/geo/list/show/127465-munitsipalitetis-organota-archevnebis-meore-turis-gadatvlis-statistika-

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner