logo_geo
eng_logo
ელისო ბოლქვაძე და ირაკლი მეზურნიშვილი ფლამანდრიის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელობას შეხვდნენ
- +

2 ნოემბერი. 2021. 22:59

 

კულტურის კომიტეტის თავმდჯომარე ელისო ბოლქვაძე და  თავმჯდომარის პირველი მოადგილე  ირაკლი მეზურნიშვილი ფლამანდრიის საგარეო  ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორს სემ ვანდენაბელსა და კულტურული დიპლომატიის ოფიცერს მარიან ვან ბოქსელერს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე საქართველოსა და ფლამანდრიას შორის კულტურული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

„საუბარი შეეხო საავტორო უფლებების თემას, რომელზეც კომიტეტი აქტიურად მუშაობს, ბელგიის მხრიდან შეთავაზებულ იქნა საერთაშორისო ექსპერტთა  ჩართვა აღნიშნული რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის, რათა რეფორმა სრულად მოერგოს საზოგადოებრივ ინტერესებს და მოგვარდეს საავტორო უფლებების მიმართულებით არსებული საკითხები“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

შეხვედრას   საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიაში ვახტანგ მახარობლიშვილი ესწრებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner