ლერი აბულაძე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლერი აბულაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალში ქართველმა თურქი მოწინააღმდეგე, აჰმეთ იარი ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
ცნობისთვის, ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონატის მოქმედი ვიცე - ჩემპიონია