აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბერნსი რუსეთს ვიზიტით ეწვია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
რუსეთში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უილიამ ბერნსი აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების დელეგაციას ხელმძღვანელობს.
„ისინი რუსეთის მთავრობის წევრებს ხვდებიან, რათა ორმხრივი ურთიერთობების მთელი რიგი საკითხები განიხილონ“, - აღნიშნა რუსეთში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
რუსეთის უშიშროების საბჭოში განაცხადეს, რომ უილიამ ბერნსმა მოლაპარაკებები გამართა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან, ნიკოლაი პატრუშევთან.