logo_geo
eng_logo
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი რუსეთს ვიზიტით ეწვია
- +

2 ნოემბერი. 2021. 23:34

 

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბერნსი რუსეთს ვიზიტით ეწვია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

რუსეთში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უილიამ ბერნსი აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების დელეგაციას ხელმძღვანელობს.

 

„ისინი რუსეთის მთავრობის წევრებს ხვდებიან, რათა ორმხრივი ურთიერთობების მთელი რიგი საკითხები განიხილონ“, - აღნიშნა რუსეთში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

რუსეთის უშიშროების საბჭოში განაცხადეს, რომ უილიამ ბერნსმა მოლაპარაკებები გამართა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან, ნიკოლაი პატრუშევთან.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner