„ვაკვირდები მიმდინარე პროცესებს, ენმ-ს მისი სატელიტი პარტიების და სააკაშვილის ქმედებებს, მათი მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციების მოძრაობებს, ასევე ცალკეული საელჩოების/მისიების პოზიციებს და მიჩნდება "დეჟავუ" 2003 წლის მოვლენებთან. მათ მართლა გადაწყვიტეს "ვარდების რევოლუცია-2"-ს მოწყობა“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
„თუმცა, ერთი რამ ავიწყდებათ, ან არ უნდათ შეიმჩნიონ, რომ ხალხი მათ უკვე შემწვარ-მოხარშულებს ვიცნობთ და ვიცით რას უნდა ველოდოთ მათგან.
და კიდევ, კარზე 2021 წელია“, - დასძენს ანალიტიკოსი.